მედია: საბერძნეთში დაკავებულია 7 ქართველი, რომლებსაც ორგანიზებულ დანაშაულში სდებენ ბრალს
საბერძნეთში პოლიციამ საქართველოს 7 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაძარცვეს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

მედიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ორგანიზებულ დანაშაულთან ჰქონდა კავშირი და მათი მეთაური ე.წ. კანონიერი ქურდია.

დაკავებულებს ბრალად ედებათ მსხვილი ქურდობა, გატაცება, გამოძალვა, რეკეტი, ფულის გათეთრება, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, შემაკავებელი ზომების დარღვევა და იარაღებზე, ნარკოტიკებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე კანონების დარღვევა. პოლიციამ ჯამში 35 სახლისა და საწყობის ძარცვის, ერთი გატაცებისა და გამოძალვის ორი შემთხვევა დააფიქსირა. მედიის ცნობით, ბრალდებულებმა კრიმინალური ქმედებებით 200 000 ევროზე მეტი მოიპოვეს.

სახლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად პოლიციამ აღმოაჩინა 2 451 ევრო, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკები, სხვადასხვა ქვეყნების ბანკნოტები, 4 მანქანა, მობილური ტელეფონები, სიმ ბარათები, ლეპტოპები და სხვა საგნები.

ოპერაციის ფარგლებში სხვა 13 პირიც დააკავეს, რომელთაგან 7-ს დეპორტაცია ჩაუტარეს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები