რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს კიდევ ერთი მოქალაქე - სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ ახმაჯის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე ამოქმედდა შესაბამისი მექანიზმები.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ
დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“,
– აცხადებს უწყება.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები