დადასტურდა საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი – საგარეო ბაქოში მომხდარ ხანძარზე
ბაქოში, ხანძარში დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ტაბულას ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა
დაღუპულის ოჯახის წევრებთან." – უთხრეს ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა 24 ადამიანი.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები