პოლონეთში სუნამოების ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი კაცი დააკავეს – მედია
პოლონური მედიის ცნობით, აფთიაქიდან სუნამოების ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი – 34, 36 და 38 წლის კაცები –დააკავეს. მათ ბრალი უკვე წარუდგინეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს. პოლონური კანონმდებლობით, ბრალდება, რითაც სამ ქართველ კაცს ედავებიან, 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქის დაცვის თანამშრომელმა გამოიჭირა კაცი, რომელიც ქურთუკის ქვეშ სხვადასხვა საქონელს, ძირითადად, ძვირადღირებულ სუნამოებს მალავდა და ცდილობდა, შეუმჩნევლად დაეტოვებინა აფთიაქი. ნივთების ღირებულება 2000 ზლოტი, ანუ, დაახლოებით, 1300 ლარია.

სათვალთვალო კამერების ამოღების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ დაკავებულ 34 კაცს თან ახლდა კიდევ ერთი კაცი, რომელმაც ასევე 2000 ზლოტამდე ღირებულების ნივთები მოიპარა და გაქცევაც მოახერხა. შემდგომ, პოლონეთის კრიმინალურმა პოლიციამ დაადგინა, რომ მათ კიდევ ერთი თანამზრახველი ჰყავდათ.

პოლონიური მედიის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულებს აქამდეც არაერთიო წვრილმანი ქურდობა აქვთ ჩადენილი. პოლიცია საქმეს ამ მიმართულებითაც იძიებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები