იტალიაში ტუნისელი კაცის მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა
იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

27 წლის მამაკაცს, ილეს ამრის 5 იანვარს პიზის ცენტრში, სულ მცირე, 20-ჯერ ესროლეს, ყელის და მკერდის არეში მოხვედრილი ორი ტყვია კი ფატალური აღმოჩნდა.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი ფატალური ჭრილობა ამრის 32 წლის ქართველმა მამაკაცმა, სახელად შოთამ, მიაყენა, რომელიც დაკავებულია. ამავდროულად, პოლიცია ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ პირს, რომელმაც მოკლულს მეორე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გამოძიების ვერსიით მიმალვაში მყოფი პირი ასევე საქართველოს მოქალაქეა.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები