ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა
თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა რკინის ჯებირს შეეჯახა.

როგორც
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის დროს დაშავებული ერთი ადამიანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები