შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ არასრულწლოვნით
ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და ამ ბრალდებით 2 ადამიანი
დააკავა.
ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა პირს, რომელიც უკვე პატიმარია.
კერძოდ:
შსს-ს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვნით
ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ., ამავე
დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს
დაბადებულ ბ.ბ.-ს.
შსს-ის
ცნობით, გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ნ.ა.-მ შეიმუშავა
არასრულწლოვნით ვაჭრობის სქემა, რომლითაც არასრულწლოვან შვილს
ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა
მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ნ.ა.-ს
მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი
იყო წარსულში ნასამართლევი ო.ჭ.-სა და პატიმრობაში მყოფ
ბ.ბ.-სთვის.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის
მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით
მიმდინარეობს.