ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ცოლზე მოძალადე კაცი
ნაფიცმა მსაჯულებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებას, სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა და აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური
ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, მოითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა.

2023 წლის 12 ოქტომბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბრალდებულმა სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის განხილვისას, გამოხატა სასამართლოს უპატივცემულობა და პროკურორს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები