ბინების ორგანიზებული ძარცვა – პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
პოლონეთის პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულისთვის საქართველოს სამ მოქალაქეს ბრალი წარუდგინა - 42, 29 და 28 წლის კაცებს გამოძიება არაერთი ბინის გაქურდვას და გაძარცვას ედავება. პოზნანის პროკურატურის ცნობით, ჯამური ზარალი 1 მილიონ პოლონურ ზლოტზე მეტია (დაახლოებით 250 000 დოლარი). საბოლოო საბრალდებო დასკვნა პოლონეთის პროკურატურამ 30 იანვარს გამოაქვეყნა.

საქმეზე გამოძიება თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. პოზნანის პოლიციამ 2023 წლის თებერვლის
დასაწყისში, პროკურატურის დავალებით, ბიდგოშჩთან დააკავა საქართველოს სამი მოქალაქე. გამოძიების ცნობით, ბრალდებულების "სამოქმედო არეალი" მოიცავდა სამ სავოევოდოს (პოლონეთის ადმინისტრაციული ერთეული).

"ჯგუფის წევრებმა ისარგებლეს ოჯახის წევრების არყოფნით, ჩაამტვრიეს აივნის კარების მინები, შემდეგ კი ფული, ძვირფასეულობა და მცირე ელექტრონული ტექნიკა მოიპარეს" - წერს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ დაკავებულებს ძარცვის დროს თან ჰქონდათ დანები და ცრემლსადენი გაზი.

"დაკავებულების ოთახის ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა ნაღდი ფული სხვადასხვა ვალუტაში, სუნამოები, სამკაულები, დანები, წიწაკის სპრეი და იარაღი, რაც საჭიროებს ნებართვას" - წერია პროკურატურის საბრალდებო აქტში.

დაკავებულებს საბოლოოდ ბრალდება 48 საქმეზე წარედგინათ. მათ შორისაა ქურდობა, ძარცვა, ქონების დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. ამასთან, ორ მათგანს ყალბი დოკუმენტების გამოყენებაშიც ედება ბრალი.

სამივე ეჭვმიტანილი დაკავების დღიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები