საავტორო უფლებების ასოციაციაში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

„საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი).

საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“,
– აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები