პოლონეთში ლატარიის ბილეთების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში ლატარიის ბილეთების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედია წერს, რომ 39 და 55 წლის საქართველოს მოქალაქეებმა ერთ-ერთი ბენზინგასამართ სადგურიდან ლატარიის გადასაფხეკი ბილეთები, ჯამში 207 ცალი მოიპარეს.

მედია წერს, რომ პოლიციამ ქურდობაში ბრალდებულები სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიდან ამოიცნო. ამასთან, როგორც ცნობილია, ზარალი დაახლოებით 2 000 ზლოტს შეადგენს.

ამასთან, პოლიციას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხა მოიგეს ქართველებმა. დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წყარო: formulanews.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები