საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს
საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 838 ათასს
შეადგენდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ამასთანავე, პენსიის მიმღებთა უმრავლესობა, 254 ათასი რეგისტრირებულია
თბილისში, 132 ათასი - იმერეთში, 88 ათასი - სამეგრელო-ზემო სვანეთში,
ხოლო 83 ათასი ქვემო ქართლში ფიქსირდება.
2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით სტატისტიკას თუ გადავხედავთ,
ფიქსირდება პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდა.
პენსიის მიმღებ პირთა ოდენობა ბოლო წლების განმავლობაში
შემდეგნაირად გამოიყურება: