"სტამბოლის ბაზარში" მომხდარი მკვლელობის ფიგურანტებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა "სტამბოლის ბაზარში" მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ორველაშვილს და მის ძმას გოგიტა ორველაშვილს, რომელსაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ედავება.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა გოგიტა ორველაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის სანაცვლოდ 10 ათასლარიანი გირაოს შესახებ.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულს შეეძლო მიმალვა ან გამოძიების მსვლელობაზე გავლენის მოხდენა ბრალდებულთა
სასარგებლოდ „დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე, მოსამართლემ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სასჯელი გოგიტა ორვალელაშვილის მიმართ“, თქვა ადვოკატმა ელდარ გვალიამ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, გიორგი ორველაშვილის პატიმრობის ნაცვლად გირაო არ შეუთავაზებია იმ მიზეზით, რომ ბრალდებული გირაოს თანხას ვერ მოიძიებდა.

რუსთავის ბაზარის ხორცის სექციაში მკვლელობა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. დაჭრილია კიდევ ერთი, რომელიც მკურნალობას გადის რუსთავის ადგილობრივ კლინიკაში.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345