შსს: თბილისსა და რეგიონებში ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, დაკავებულია 20 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1995 წელს დაბადებული გ.ჩ., 1995 წელს დაბადებული ს.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული პ.ბ. დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 25 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი – 1980 წელს დაბადებული ა.მ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი ამოიღეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული დ.დ., თბილისში დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, „გლოკ”- ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე ბრალდებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1984 წელს დაბადებული გ.ხ., რომლის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები.

მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ჯ.გ.-ს სამუშაო ადგილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და 10 ვაზნა.

ხოლო, 1983 წელს დაბადებული გ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი 2 თოფი, 733 ვაზნა და 20 მჭიდი.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.

დაკავებულის – 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 ვაზნა და მჭიდი, ხოლო მხილებული პირის – 1944 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატი, 3 მჭიდი და 87 ვაზნა.

სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი – 1978 წელს დაბადებული გ.გ., 1950 წელს დაბადებული გ.რ. და 1961 წელს დაბადებული თ.ჯ. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო, 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 5 ვაზნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, საგარეჯოსა და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს. პოლიციამ, 1994 წელს დაბადებული კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 62 ვაზნა ამოიღო. 1965 წელს დაბადებული მ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია გადაჭრილი თოფი და 50 ვაზნა.

ხოლო ოპერატიული ღონისძიების შედეგად, სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ამჟამად პატიმრობაში მყოფი ფ.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 38 ვაზნა ამოიღეს.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა, ხოლო, 1982 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 20 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა ამოიღეს.

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1956 წელს დაბადებული რ.კ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 41 ვაზნა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,
– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345