პოლიციელს, რომელიც დუშეთში მოქალაქეს მანქანით დაეჯახა, პატიმრობა შეუფარდეს
შსს-ის თანამშრომელ თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში მანქანით ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ადვოკატი 20 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე მის გათავისუფლებას ითხოვდა.

ბრალდებულმა თამაზ ბრაჭულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მას მხედველობა -2 აქვს და ქვეითი ვერ დაინახა.

პროკურატურის ცნობით, დუშეთში, ბრალდებული, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ მანქანას მართავდა, ქვეითს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით დაიღუპა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ, შსს-ს თანამშრომელმა ფეხით მოსიარულე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები