რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია
კალასი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ძებნილთა სიაში
შეიყვანა.
ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე
დაყრდნობით ავრცელებს.
"კალასი კაია. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით". - წერია
მონაცემთა
ბაზაში, რომელშიც მითითებული არ არის, კონკრეტულად რა
მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა
ესტონეთის სახელმწიფო მდივანი, ტაიმარ პეტერკოპიც.