თბილისში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უწყება წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.

ბრალდებული 6 ივნისს დააკავეს – მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები