ბელგოროდში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს - ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ
ბელგოროდში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს – ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ. როგორც გამოცემა Meduza სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 7-ს აჭარბებს.

რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა უკრაინის ოფიციალურ პირებს ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუვრცელებიათ. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღის განმავლობაში წერდა, ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი 14 რაკეტა გაანადგურეს, თუმცა აქ საუბარი არ ყოფილა დაშავებულებსა თუ შესაძლო გარდაცვლილებზე.

პარალელურად, რუსული სამთავრობო მედიები დაშავებულთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ – TASS წერს, რომ დაჭრილია, სულ მცირე, 18 ადამიანი, ხოლო დაღუპულია – 5. ამასთან, მედია ბელგოროდის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რეგიონის მასშტაბით საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 12:21 საათზე ამოქმედდა.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები