თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, შემთხვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები