გერმანიაში, ჰიგიენის საშუალებების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში, ჰიგიენის საშუალებების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 41 წლის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ის ბერმენის ცენტრალურ სადგურზე აიყვანა.

სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოქალაქეს ოთხი სავსე ჩანთა ჰქონდა. ჩხრეკისას ბარგში საეჭვო პროდუქცია იპოვეს, რომლის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეჭვის გაფანტვის მიზნით კაცმა თქვა, რომ ეს ჩანთები მისი არ იყო.

პოლიციამ კაცი ადგილზევე დააკავა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება გრძელდება.

წყარო: mtavari.tv
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები