კლდის ჩამოშლის გამო სარფში მაგისტრალი ჩაიკეტა
დღეს, 20 თებერვალს, ბათუმი სარფის საერთაშორისო ავტომაგისტრალთან ლოდები ჩამოიშალა, რის გამოც სარფში შესასვლელი გზა გადაკეტილია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა უკვე გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა მალე აღდგება.

„ბათუმელების“ იფორმაციით, არავინ დაშავებულა.

„N16 მარშრუტზე მოძრავი საქალაქო ავტობუსები ამ დროისთვის [11:30 სთ] სარფში ჩანჩქერამდე მიდიან და იქ ბრუნდებიან“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები