საგამოძიებო: პირი კუსტარულ საამქროში ფალსიფიცირებულ ნახევარფაბრიკატებს ამზადებდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა პირი, რომელიც კუსტარულ საამქროში ფალსიფიცირებულ ნახევარფაბრიკატებს ამზადებდა.

კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად აწარმოებდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატებს და ყიდდა მათ, ხოლო პროდუქტში სოიოს დანამატს იყენებდა.

უწყების ცნობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად იქნა ამოღებული ფალსიფიცირებული პროდუქცია.

აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით, 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები