შსს-ს თანამშრომელი, რომელიც ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა სამართალდამცველს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები