გორში კაცს მატარებელი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა
გორში კაცს მატარებელი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც ცნობილია, 40-წლამდე კაცი ლიანდაგებზე არაფხიზელ მდგომარეობაში გადადიოდა.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით ((რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

წყარო: formulanews.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები