თბილისი-ფოთის მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა
თბილისი-ფოთის მატარებელი გორში, სოფელ ხიდისთავში, ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა 26 თებერვალს, საღამოს საათებში მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა „მთავარ არხს“ განუცხადეს, უბედურ შემთხვევამდე მათ გაიგეს მატარებლის საყვირის ხმა, შემდეგ მატარებელიც გაჩერდა. როგორც ამბობენ, მალევე გაიგეს, რომ ტრანსპორტი ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც კიდევ 2 ადამიანთან ერთად გადაადგილდებოდა. ისინი უვნებლად გადარჩნენ.

დაწყებულია გამოძიება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები