არადეკლარირებული მობილური ტელეფონები
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 21 688,36 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში - 21 688,36 ლარის ოდენობით (თანხის 100%- ის ოდენობა) შეეფარდათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები