ოჯახი ამბობს, რომ გატაცებულ 13 წლის გოგოს ვერ პოულობენ
ოჯახის ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგო თანასოფლელმა, ასევე არასრულწლოვანმა, 16 წლის ბიჭმა გაიტაცა. შემთხვევა მოხდა 27 თებერვალს, თუმცა ამის შესახებ მედიას ინფორმაცია 1-ელ მარტს გოგოს ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდა, რაც პოლიციამ 13 წლის გოგოს ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლია.
როგორც გოგო მამამ უთხრა ჟურნალისტებს, თანასოფლელმა მისი შვილი ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა. საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება.

„ჩვენ სახლი აქაც გვაქვს. მე ყაზახეთში ვიყავი და ჩემი ოჯახი ამ პერიოდში თბილისში ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ ნათესავის გარდაცვალების ერთი წლის თავზე ვიყავით ჩამოსული. ღამით ბიჭმა გოგო სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და მოიტაცა. ჩვენ მაშინვე გავაგებინეთ პოლიციას. ასევე ბიჭის ოჯახმა გვითხრა, რომ გოგოს 28 თებერვალს დააბრუნებდნენ, თუმცა ამ დრომდე არ ვიცი სად არის ჩემი გოგო“ - უთხრა ჟურნალისტებს გოგოს მამამ.

სავარაუდო გამტაცებლის ოჯახის წევრები მედიასთან არ ლაპარაკობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გოგოსა და ბიჭის ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები