კაცს, რომელიც ცოლს და არასრულწლოვან გერებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
კაცს, რომელიც არასრულწლოვან გერებს და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, კერძოდ, ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდა. ბრალდებული ასევე არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემულ ფულად დახმარებას თავად ითვისებდა და განკარგავდა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 143’-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და 143’’-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები