საგამოძიებო: სახლში სათამაშო ბიზნესის მოწყობისთვის დავაკავეთ 2 პირი
საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა. დააკავეს 2 პირი.

კერძოდ, საგამოძიებოს განცხადების მიხედვით, აღნიშნულ პირებს სათამაშო ბიზნესის ობიექტი საცხოვრებელ სახლში ჰქონდათ მოწყობილი. ამ ობიექტიდან შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.

„ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული. დანაშაული ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობას.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები