სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნოვრუზ ბაირამის მისალოც ტექსტს აქვეყნებს.

„ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ აზერბაიჯანული წარმოშობის მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს!ბუნების სიცოცხლის განახლების სიხარული და კეთილდღეობა მოეტანოს ყოველი თქვენგანისთვის გაზაფხულის ამ ულამაზეს დღესასწაულს!“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები