შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა – ფემიციდის ახალი შემთხვევა
შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალს კაცმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაწყებულია გამოძიება. შსს-გან ველოდებით ინფორმაციას.

სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გასულ, 2023 წელს 24 ქალი მოკლეს. 27-ჯერ კი სცადეს ქალის მკვლელობა.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები