ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა"
მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა,
სადაც მისი მეტოქე ესპანური "გრანადა" იქნება. მატჩს „მიხეილ მესხი
2“-მა უმასპინძლა.
მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას მოსკოველები ფლობდნენ, პირველი
სახიფათო მომენტი სწორედ მათ შექმნეს, თუმცა შესვენებაზე ანგარიში 0:0
იყო.
მეორე ნახევარში თბილისელებმა გოლი გაიტანეს, თორნიკე კირკიტაძის
ჩაწოდებით, ირაკლი სიხარულიძემ 1:0 დააფიქსირა. 76-ე წუთზე კი
გავაშელიშვილმა მეორე გოლი გაიტანა.
მატჩის ბოლოს მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს,
რომლითაც ანგარიში შემცირდა 2:1.
თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა.