სტამბულში კიკბოქსინგის პროფესიონალურ შეჯიბრზე გარდაბნელმა სპორტსმენებმა მოწინააღმდეგეები დაამარცხეს

თურქეთის ქალაქ სტამბულში ჩატარებულ კიკბოქსინგის პროფესიონალურ შეჯიბრზე გარდაბნელმა სპორტსმენებმა ქენან ბაირამოვმა და ემილ ხალილოვმა მოწინააღმდეგეები დაამარცხეს და შეჯიბრის მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ.

„საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის“ თავმჯდომარე ტოფიგ აკპეროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 25 მარტს გამართულ “Night of Warriors“-ის ტურნირში ქენან ბაირამოვმა მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა და მომდევნო შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ქენან ბაირამოვმა 67 კგ წონაში, C კატეგორიაზე, მაროკოელი მოწინააღმდეგე ხალიდ ბენჰანა, მეორე რაუნდისას, ნოკაუტით დამარცხა და გაიმარჯვა. ბაირამოვმა გამარჯვების გამო 4 მაისს სტამბოლში ჩასატარებელ შეჯიბრზე ლიცენზია მოიპოვა. ქენან ბაირამოვი 2019 წელს გერმანიაში, WFMC ვერსიაზე მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. ისიც აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმი 12 მაისის მერე ნაკრებთან ერთად თურქეთში დაგეგმილი ტურნირში "Turkish Open" (world cup) მიიღებს მონაწილეობას“ - აცხადებს ტოფიგ აკბეროვი

აკბეროვი ასევე აღნიშნავს, რომ მათმა კიდევ ერთმა სპორტსმენმა სტამბულში ჩატარებულ პროფესიულ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენი კავშირის, საქართველოს კიკბოქსინკგის ნაკრების წევრმა ემილ ხალილოვმა პირველ აპრილს სტამბოლში ჩატარებულ "X Fight-3" შეჯიბრზე მიიღო მონაწილეობა. ემილ ხალილოვმა მოწინააღმდეგე ჰამზა ილდირიმი დაამრცხა, 4 მაისს ჩატასარებელ მოდევნო ეტაპზე გადავიდა. ემილ ხალილოვი წელს ნაკრებთან ერთად ტურნირშიც "Turkish Open" (world cup) მიიღებს მონაწილეობას“ - თქვა ტოფიგ აკბეროვმა.

აღსანშნავია რომ ქენან ბაირამოვი და ემილ ხალილოვი გარდაბანში მოქმედი სპორტული კლუბის „გარაჯალარის“ სპორტსმენები არიან. ორივე სპორტსმენის მწვრთნელი კი ისფაჰან ალიევია.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები