კაბალელმა სპორტსმენებმა თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა
ლაგოდეხის რაიონის კაბალის დასახლებაში მოქმედი სპორტული კლუბის „Sport fight Club Kabal” მოზარდებმა თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა. კაბალიდან შეჯიბრს 4 სპორტსმენი შეუერთდა.

„კაბალის ახალგაზრდული კავშირის“ თავმჯდომარე ელვინ თაგიევის ინფორმაციით 2-3 დეკემბერს ჩატარებულ ჩემპიონატზე „Sport fight Club Kabal”-ის სპორტსმენებმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

„საქართველოს ბრძოლის ლიგისა და „სავატეს ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტის ინგა დამენიის ხელმძღვანელობით ამა წლის 2-3 დეკემბერს დედაქალაქ თბილისში „Sport fight Club Kabal”-ის მოზარდებმა წარმატებით იასპარიზეს. საქართველოს ჩემპიონატში აღნიშნული კლუბიდან 4 სპორტსმენი იყო ჩართული. ესენი არიან რიჯაი გაიბოვი 60 კგ წონით კატეგორიაში, მან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტელი მოწაფე ილია ხატიაშვილი მესამე რაუნდში დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ დაბალ წონებზე მუჰამედ დურმუშოვი და ისა ახუნდოვი გავიდნენ პირველ ადგილზე. რაუფ ალიევი კი მესამე ადგილზე გავიდა“.

ჩემპიონატზე საქართველოს გარდა აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის და სომხეთის სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისში ჩატარებული მუაიტაის თბილისის ღია ჩემპიონატი საქართველოს მუაიტაის ორგანიზებით ჩატარდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები