მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგოებმა ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
22-26 დეკემბერს, ხელვაჩაურის სასპორტო დარბაზში გაიმართა ხათუნა ნარიმანიძის და ასმათ დიასამიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგოებმა. მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებით, ტურნირში მარნეულელმა მშვილდოსნებმა წარმატებით იასპარეზეს.

„ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მშვილდოსანმა გოგონებმა. ტურნირში პირველი ადგილი სალომე ხარშილაძემ დაიკავა, მისი პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანია. მესამე ადგილი დაიკავა თათია ნავერიანმა, მისი პირადი მწვრთნელი ეკა აბაიშვილია. გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს სალომე ხარშილაძემ და მირანდა საგინაძემ, მათი პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანია. ტურნირზე ასევე წარმატებით იასპარეზეს ახალი თაობის მშვილდოსანმა გოგონებმა, თიკა შავაძემ და ელენე ქალდანმა, მათ წყვილთა შორის დაიკავეს მეორე ადგილი“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

ტურნირში მონაწილეობდნენ აჭარის, მარნეულის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უზბეკეთის მშვილდოსნები და პარამშვილდოსნები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები