სი ძინპინი ოლაფ შოლცს - ჩინეთმა და გერმანიამ, როგორც გავლენიანმა ქვეყნებმა, უფრო მეტად უნდა იმუშაონ ერთად, რათა დიდი წვლილი შეიტანონ მსოფლიო განვითარებაში
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ცვლილებისა და არეულობის დროს" ჩინეთსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი და გერმანია, როგორც დიდი გავლენის მქონე ქვეყნები, უფრო მეტად უნდა მუშაობდნენ ერთად.

„ამჟამად საერთაშორისო ვითარება რთული და არასტაბილურია. როგორც დიდმა და გავლენიანმა ქვეყნებმა, ცვლილებებისა და არეულობის დროს ჩინეთმა და გერმანიამ უფრო მეტად უნდა იმუშაონ ერთად, რათა მეტი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაში“,
- აღნიშნა სი ძინპინმა.

ცნობისათვის, ოლაფ შოლცი ერთდღიანი ვიზიტით ჩინეთს სტუმრობს. ეს მასსა და სი ძინპინს შორის გამართული პირველი პირისპირ შეხვედრაა მას შემდეგ, რაც შოლცმა გერმანიის კანცლერის თანამდებობა დაიკავა.



Print ელ. ფოსტა
თეგები: ჩინეთი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები