კორონავირუსი ერთ-ერთი კლინიკის ექიმს დაუდგინდა. ვირუსით
დაინფიცირება აშშ-ს მოგზაურობას უკავშირდება.
ექიმი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა, ორ დღეში სამსახურში მივიდა და
პაციენტებს მთელი დღის
განმავლობაში იღებდა.
კლინიკა „მედკაპიტალის“ ექოსკოპისტს შეხება ჰქონდა ამავე კლინიკის
140-მდე თანამშრომელთან. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი“
ავრცელებს.
კლინიკა ამ დროისთვის დაკეტილია.
ექიმი ქალბატონი გახლავთ და ის 14 მარტს დაბრუნდა ამერიკიდან
საქართველოში.
primetime.ge