საქართველოს მთავრობის 18 ივლისის განკარგულებით, მთავრობა სარეზერვო
ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების
პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს
დახარჯავს.
გამოცემა POLITICO იუწყება, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, საქართველოს
გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების
სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ
რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House გმობს რუსულ კანონს და
მიმდინარე რეპრესიებს, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მოუწოდებს
საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი, ხოლო აშშ-ს,
ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს, გაერთიანდეს როგორც რეპრესიების
ასალაგმად, ისე სანქციების დასაწესებლად მმართველი პარტიის
ლიდერებისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის
შეფასებით, საქართველოს მთავრობის ახლანდელი ქმედებები არ შეესაბამება
მის გაცხადებულ მიზნებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
შესახებ.