მარნეულელი მშვილდოსანი გოგოების პირველი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრების წევრები, მარნეულელი სალომე ხარშილაძე და თათა ნავერიანი, ქალაქ ლასკოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრში მეშვიდე ადგილის მფობელები გახდნენ, როგორც ლასკოში მყოფი ერთ-ერთი მწვრთნელი მანჩო ცხვარიაშვილი რადიო ,,მარნეულთან" საუბარში აცხადებს, შეჯიბრზე ბევრი ძლიერი და გამოცდილი მშვილდოსანი მონაწილეობდა.

,,ჩვენს ახალგაზრდა გოგონების გუნდში, სამი სპორტსმენია, სალომე ხარშილაძე, თათა ნავერიანი და ნინო ევგენიძე. გოგონებმა სერიოზულად იბრძოლეს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათთვის პირველი შეჯიბრი იყო და ძალიან კარგად გაართვეს თავი. ეს მეორე ადგილს არ ნიშნავს მაგრამ, ამდენ ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილი დიდი წარმატებაა, მე ვამაყობ ამ შედეგით".- გვითხრა ცხვარიაშვილმა

საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატზე ქალაქ ლასკოში 13 თებერვალს გაემგზავრნენ და უკან 21 თებერვალს დაბრუნდებიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები