მარნეულის მერიასა და საკრებულოს პიარებისთვის ფოტოაპარატების შესყიდვის ტენდერი არ შედგა
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც მერიასა და საკრებულოს პიარის განყოფილებებისათვის ფოტოაპარატებს შესყიდვისათვის გამოცხადდა, არ შედგა.

ტენდერში მონაწილეობა არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო. ადგილობრივი თვითმმართველობა ტექნიკისა და სხვადასხვა აქსესუარის ყიდვას 51 000 ლარად გეგმავდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი და რა თანხით.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, მერიის პიარისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სამი ცალი ფოტოაპარატის
ყიდვა, ფოტოაპარატის ლინზების, ელემენტების, მეხსიერების ბარათების, ჩანთის, განათებების და პრინტერის შესყიდვა.

მარნეულის საკრებულოს პიარს ერთ ფოტოაპარატს, აპარატის ლინზას, ელემენტებს, მეხსიერების ბარათებს, ფოტო აპარატის
ჩანთას, განათებებს, მიკროფონის ღრუბელებსა და პრინტერს უყიდიან.

თანხის 100%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები