ხელის აქნევით მოშორებული ბუზები და ანტისანიტარია - უკანონო გარევაჭრობა პურის ფულის საშოვნელად
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა კვლავ პრობლემად რჩება. ირგვლივ არაერთ კუსტარულად მოწყობილ დახლს შეამჩნევთ, სადაც ძირითადად ყველი, ხაჭო, მაწონი და კვერცხი იყიდება. აქ რძის ნაწარმს მხოლოდ ვიზუალურად ამოწმებენ, თუმცა რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მყიდველი ბევრი ჰყავთ. დღეს იმერულ ყველს მოვაჭრეები 6 -7 ლარად ჰყიდიან.




დახლების გარშემო ანტისანიტარიაა. რძის პროდუქტები სიცხეში, ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე იყიდება. პროდუქტს უამრავი ბუზი ეხვევა, თუმცა მოვაჭრეებისთვს ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მყიდველის მისვლის დროს მწერებს ხელის აქნევით იშორებენ.



„რა ვქნა, იძულებული ვარ აქ გამოვიდე, შიმშილით ხომ არ მოვკვდები? პოლიცია მოდის, ადგილს გვატოვებინებენ, ჩვენ გავრბივართ და მერე ისევ ვბრუნდებით. ჩვენი შვილები შიმშილით კვდებიან და რითი ვირინოთ თავი. უკვე 15 წელია სოციალუ დახმარებს ვიღებ, თუმცა მთავრობის ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებაც კი ვერ მივიღე. მე თვითდასაქმებული ვარ, ოფიციალური დასაქმების ადილი არ მაქვს. წესით, დახმარება უსახლკაროებისთვი, სოციალურად დაუცველებსთვის და მარტოხელეისთვის უნდა იყოს, მაგრამ ეს კანონი ასეთებს არ ეხება“

„გარევაჭრობა აკრძალულია, მაგრამ ჩუმად გვიწევს აქ გამოსვლა“
- ამბობენ გარემოვაჭრეები

შეიძლება ითქვას, რომ თვითდასაქმებულები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლას დაწესებული გადასახადები გამო ერიდებიან.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს გარემოვაჭრეების კონტროლი არ ევალება. ერთ-ერთი ორგანო, რომელსაც გარემოვაჭრეების ზედამხედველობის ვალდებულება აქვს, მერიის ზედამხედველობის სამსახურია, სადაც ამ დრომდე ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. რადიო "მარნეული" აგრძელებს თემაზე მუშაობას და ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები