NGO-ების, აქტივისტების, ჟურნალისტების სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის წარწერებს აკეთებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლების, აქტივისტების, ჟურნალისტების სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის წარწერებს აკეთებენ. უკვე მესამე დღეა, მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებთან, კედლებსა და კარებზე ჩნდება წარწერები „აგენტი”, „მტერი”, „მოღალატე”.

მათ შორის არიან:

  • საგამოძიებო მედია „მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი;
  • „მთის ამბების” ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი;
  • „რეალპოლიტიკას” მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე;
  • საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე;
  • ISFED-ის დირექტორი ნინო დოლიძე;
  • „ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე;
  • ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი”;
  • აქტივისტი ნატა ფერაძე;
  • „გირჩი-დროა” და მისი ლიდერები;
დააზიანეს ნინო ზურიაშვილის მათგანის მანქანაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე არც ერთი განცხადება არ გაუვრცელებია.

„სტუდია მონიტორმა” ამ ფაქტებზე განცხადება გაავრცელა და ტერორად შეაფასა.

„უკვე მესამე დღეა, გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი “სტუდია მონიტორისა” და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ.

ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს.

ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.

მიუხედავად ამისა, სტუდია მონიტორის გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას.

არა რუსულ კანონს”.
– ნათქვამია „სტუდია მონიტორის” განცხადებაში.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.



Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər