მარნეულელ გიორგი მუმლაძეს თავს დაესხნენ
შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სოფელ წერეთელში მოხდა. ოპოზიციონერი "ტვ პირველისთვის" მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ მას თავს ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ.

“ჩემს საცხოვრებელ სახლთან, დაახლოებით 40 მეტრში მითვალთავლებდა ტოიოტა ქამრი, ჩაბურული. დავიწყე ვიდეოს გადაღება, გაიწია მანქანა და გადმოხტა 4 დაკუნთული ნიღბიანი ტიპი და დამიწყეს ჩხუბი, შემომახიეს ტანსაცმელი, დაეტაკნენ ჩემს ტელეფონს და გამტაცეს. აქვე მინდა პირდაპირ ვთქვა, ბიძინა
ივანიშვილის დედას შევეცი".

2 წლის შვილი თან დამყვება ყველგან, გამიმართლა რომ მასთან ერთად არ ვიყავი, ალბათ, მასაც ცემდნენ. პირდაპირ მივმართავ ივანიშვილს და ყველა ქოცს, თქვენ აგებთ პასუხს. ჩემს სოფლელ ქოცებს მივმართავ, ვინც ჩართული იყო ამაში, დედას გიტირებთ, ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვინც მისი ტიტუშკები ვერ შემაშინებენ", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ ტვ პირველთან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ოპოზიციონერებს თავს ესხმიან, იგივე ფაქტები განხორციელდა სხვა რამდენიმე ადამიანზე.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər