"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და "ახალის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს სცემეს
9 მაისის ღამით გაგრძელდა "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე აქტივისტების წინააღმდეგ ფიზიკური აგნგარიშსწორება. თავს დაესხნენ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუას. იგი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ რამდენიმე პირმა სცემა.

"მცემეს. მეც ვურტყი, მარა ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ.", - წერს იგი.

დაშავებული ბორის ჩელე ყურუას ფოტოებს პარტია "გირჩი მეტი თავისუფლება" ავრცელებს.


ასევე ნაცემია პარტია "ახალის" წევრი ნოდარ ჩაჩანიძე. მის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პარტიის პრესსამსახურმა. ტელეკომპანია "პირველთან" საუბარში ნოდარ ჩაჩანიძემ თქვა, რომ ოთხი ადამიანი დაესხა თავს. მისი სიტყვებით, წაქცეულზე სცემეს, რა დროსაც შეძლო სახეზე ხელების აფარება:

"წავიქეცი, უნდოდათ სახის დაზიანება და ხელები ავიფარე, ცოტა დამარტყეს, მაგრამ საბედნიეროდ, არ მეტყობა სახეზე. რამდენიმე წამით გაგრძელდა... სამწუხაროა, რომ ასეთი საშინელი დავალებების შესრულება უწევთ ახალგაზრდა სპორტული აღნაგობის ბიჭებს".

9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 4 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს.

წინა დღით, 8 მაისს ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ აქტივისტს. თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გია ჯაფარიძესა და აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს.


წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər