უკრაინულმა ძალებმა, ომის დაწყების შემდეგ, 38 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 38 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინელი სამხედროების მიერ, რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც განადგურდა.

"უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: მტრის 1672 ტანკი, 3866 ჯავშანტექნიკა, 842 საარტილერიო სისტემა, 247 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220
თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 681 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 155 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2731 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 67 ერთეული სპეცტექნიკა",
- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები