ევროკავშირი უკრაინას კიდევ €500 მილიონით დაეხმარება
ევროკავშირი უკრაინას, შეიარაღების მიწოდების დასაფინანსებლად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნულის შესახებ დღეს შეთანხმდნენ. როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ განაცხადა, აღნიშნული დახმარება ევროკავშირის მხრიდან
უკრაინისთვის გაწეული მეხუთე ტრანში იქნება.

„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული იქნა პოლიტიკური შეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშზე“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები