დმიტრო კულება - პუტინის გაზის ომი ევროპის მიმართ, უკრაინის წინააღმდეგ მისი ომის პირდაპირი გაგრძელებაა - სადაც კი შეუძლია მას ზიანის მიტანა, ამას გააკეთებს
პუტინის გაზის ომი ევროპის წინააღმდეგ არის პირდაპირი გაგრძელება უკრაინის წინააღმდეგ მისი ომის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

უკრაინის პირველი დიპლომატის თქმით, სადაც კი შეუძლია რუსეთს ზიანის მიტანა, ამას გააკეთებს.

„პუტინის გაზის ომი ევროპის წინააღმდეგ არის პირდაპირი გაგრძელება მისი ომისა უკრაინის წინააღმდეგ. სადაც კი შეუძლია მას ზიანის მიტანა, ამას
გააკეთებს. ის გამოიყენებს ნებისმიერ დამოკიდებულებას, რომელიც ევროპას რუსეთის მიმართ აქვს, ყველა ევროპული ოჯახის ნორმალური ცხოვრების გასანადგურებლად. ერთადერთი გზა ძლიერი უკუდარტყმა და ნებისმიერი სახის დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაა“,-
განაცხადა კულებამ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები