ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ზელენსკიმ "ტელეგრამის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედროების
ვიდეო, რომლებმაც ქალაქის თავზე უკრაინული დროშა აღმართეს.

„ყველაფერი არის თავის ადგილზე. დროშა თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინის ცის ქვეშაა“
, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ქალაქი ბალაკლეა რუსმა ოკუპანტებმა მარტის დასაწყისში აიღეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები