უკრაინის პრეზიდენტის ავტომობილს ავტოავარია შეემთხვა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ესკორტი ავტოავარიაში მოჰყვა. პრეზიდენტის პრესმდივნის, სერჰიი ნიკიფოროვის ინფორმაციით, კიევში, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა პრეზიდენტის და მის თანმხლებ ავტომანქანებს.

ნიკიფოროვის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გადაუდებელი დახმარება
აღმოუჩინეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას გადასცეს. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, პრესმდივნის ცნობით, პრეზიდენტს სერიოზული დაზიანებები არ აქვს.

ნიკიფოროვის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის გარემოებებს სამართალდამცავები არკვევენ. როდის მოხდა ავტოავარია, პრესმდივანი არ აკონკრეტებს.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები