ჯოზეფ ბორელი - მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს
მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა.​ ბორელი ასევე გამოეხმაურა რუსთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას.

„დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკრაინა იქნება, საიდანაც დღეს დილიდან ცუდ ამბებს ვიგებთ. დილით მძიმე თავდასხმა განხორციელდა კიევზე დრონების გამოყენებით. ჩვენ განვიხილავთ არსებულ
მდგომარეობას და მივიღებთ ზოგიერთ ზომას. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეხება უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშს და საწვრთნელ მისიას. იმედი მაქვს, ყველა იქნება თანახმა. ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები გრძელდება და ეს იგრძნობა მთელ მსოფლიოში. რუსეთი სულ უფრო მეტად არის იზოლირებული, როგორც ეს დავინახეთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს. მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხითაც რუსეთი ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“,
– განაცხადა ბორელმა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც მიიღებს მონაწილეობას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები